დღე მეცხრე
დავასრულეთ პროექტის გეგმემებზე მუშაობა, შევამოწმეთ ერთმანეთის გეგმები და მივეცით რჩევები და რეკომენდაციები. დასასრულს მოვაწყვეთ პრეზენტაცია. თითოეულმა პრეზენტატორმა საინტერესოდ წარმოადგინა საკუთარი პროექტი მაგ: მათემატიკის მასწავლებელმა ხათუნა აფციაურმა კედლების შერემონტების ეკონომიური ხერხი გაგვაცნო, ნინო კუპრაძემ მზის ენერგიის გამოყენებით ოთახის კარგი განათების პროექტი წარმოადგინა, ნინო დევრისაშვილიმა პოლიმერების დადებით და უარყოფით თვისებებზე მოგვაწოდა ინფორმაცია და სხ.
ტრენინგის კურსი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. უღრმესი მადლობა ქ-ნ მანანას.